შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მთაში წავიდეთ წამოდი

მთაში წავიდეთ წამოდი

მთაში წავიდეთ,წამოდი,
მთაზე გავშალოთ კარავი,
კოცნა ბარიდან მომყვება,
რომ დამრჩა მოსაპარავი.

ძირს გავიფინოთ ნაბადი,,
რომ არ შეგვცივდეს მთაშია,
შენს სიახლოვეს როცა ვარ,
არა მწყურია, არც მშია,

ნუ შეგაშინებს წვიმები,
თოვლი, ნისლი და ქარიო,
აქაც ხომ ვეღარ მოგვაგნებს,
ამ მთებში შენი ქმარიო.

მთაში წავიდეთ, წამოდი,
მთაზე გავშალოთ კარავი,
გაკოცო, ჩემკენ მობრუნდი,
აქ ჩვენ ვართ ,მეტი არავინ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →