შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოდი გამომყევი

მოდი გამომყევი შევშალოთ სამყარო


მოდი გამომყევი, შევშალოთ სამყარო,
მოდი ,მივატოვოთ სოფელი შავშვები,
მოდი, დავქორწინდეთ, ჯვარი დავიწეროთ,
მინდა გამიჩინო ისეთი ბავშვები.

დედის მსგავსები და ოქროსთმიანები,
დედის ღიმილით და დედის გამოხედვით,
გუშინ შენი სახლის ბაღში დავაღამე,
დრო მოიხელთე და ჩემთან გამოხვედი.

ხელი ჩაგკიდე და ბილიკს გაუყევით,
დილით ჭახჭახებდნენ დაფნაში შაშვები,
მოდი გავიპაროთ თორემ ვინმე გვნახავს,
ჩვენი სიყვარულის იქნება ,,ჩამშვები,, .

მოდი ,გადავლახოთ" ცხრა ზღვა,, და ,,ცხრა მთა,, ,
მოდი ,გავიპაროთ, მითხარი რას შვრები,
ხო, ჩვენს სიყვარულზე მერე მოყვებიან,
ოქროსთმიანები,ის დიდი ბავშვები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →