შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წელიწადის ოთხი დრო

კაცმა თუ ერთხელ მაინც ჩახედა ქალს თვალებში, უნდა თქვას , რომ მან წელიწადის ოთხივე დრო ნახა.


დათო ბოდბისხეველი


ქალი

გაზაფხულზე გაიშლება,
ზაფხულამდე ვარდი, ვარდად,
დრო დადგება გათქმევინებს,
ვინ იყო , ვინ შეგიყვარდა.

ეძებ,ეძებ,თოვლში, თოვლში,
წვიმაში და მზეში, ქარში,
წელიწადის ოთხივე დრო,
მოყრილია ყველა ქალში,

შემოდგომა , წვიმა, ქარი,
დაზამთრდება, მოთოვს გულში,
დღეს უყურებ, სულ სხვას ხედავ,,
სულ სხვა ვნახე იყო გუშინ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →