შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ისე იცხოვრე რომ მოგიგონონ

ისე იცხოვრე რომ მოგიგონონ

ისე იცხოვრე შენი სახელი,
შემორჩეს ხალხში,მთაში თუ ბარში,
არც იქ გამორჩეთ როცა დალევენ,
ერთ ჭიქა ღვინო შესანდობარში.

ისე იცხოვრე ,რომ დაამსხვრიო,
გამოგონილი ამბავი ,, მითი,, ,
შენი ცხოვრება ბევრისთვის იყოს,
ის გაკვეთილი და მაგალითი.

ისე იცხოვრე, შენი სახელით,
რომ ამაყობდნენ გარშემო მყოფნი
და თუ კაცი ხარ, სახელი დაგრჩეს,
მაშინ სიცოცხლე ცოტაც კი გყოფნის.

ბევრმა იცხოვრა , ზოგმაც იცოცხლა,
დღესაც ბევრია უბრალოდ ნივთი,
ისე ვიცხოვროთ, შენ ხარ თუ მე ვარ,
ჩვენგან აიღონ ის მაგალითი.

ისე იცხოვრე შენ რომ ცხოვრებას,
კვალი დაატყო, ვით თეთრი რაში,
არც იქ გამორჩეთ როცა დალევენ,
ერთ ჭიქა ღვინო შესანდობარში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →