შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე ვერ ვიცხოვრე თეთრი ფურცლებით

მე ვერ ვიცხოვრე თეთრი ფურცლებით

გლდანი, რუსთავი, ქსანი, გეგუთი,
მეც ვნახე ციხის თეთრი კედლები,
ფიქრიღა დამრჩა, ეჰ!უსასრულო
და ფიქრში ფიქრებს შევეკედლები.

ალბათ მეც შევცდი, ერთმა ნაბიჯმა,
აქ მომიყვანა და სასჯელს ვიხდი,
ბევრმა გამყიდა, ბევრსაც ვახსოვარ,
ვინ ვინ ყოფილა ჩემთვის დღეს მივხვდი.

დაიზრდებიან, გაფრინდებიან,
ჩემი გაზრდილი მტრედის ხუნდები,
გავა წლები და მერე მივხვდები,
შენ გახსოვარ თუ გაგიხუნდები.

მე ვერ ვიცხოვრე თეთრი ფურცლებით
და ვერ ვუმღერე სატრფოს არია ,
ეჰ!დედაჩემო შენც გაგამწარე,
დღეს შენი შვილი პატიმარია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →