შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ფიცი

დათა პაპიძე 1 წლის წინ
სამწუხაროა მაინც, წლებმა გაფრენა იცის.
როგორ გინდა რომ გწამდეს თვალებისა და ფიცის?!
შენში ვცხოვრობდი, რადგან მე უბინაო დენდი,
სულის სიმშვიდის საზღვარს შენს სიყვარულში ვდევდი.
შენში ვცხოვრობდი, რადგან სამწუხაროა რაიც,
შენ მოგიძღვენი გული,მაინც წახვედი,მაინც
მზე მოგეჩვენა ბინდად და შენ მზერაში ვჩანდი,
როგორც ბებერი გედი,როგორც ცხოვრების ფანდი.
სამწუხაროა მაინც,ჩემში აღძრული წამი
იყო ზეცაზე სუფთა, იყო მიწაზე მყარი
და შენს ბინასთან ახლა დგას მოგონება სევდის
როგორ დაუშვი ტანჯვა იმ მომაკვდავი გედის?!
სამწუხაროა მაინც წლებმა გაფრენა იცის
როგორ გინდა რომ გწამდეს თვალებისა და ფიცის?!....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →