შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შესანდობარი

Dæimon Kanto 2 წლის წინ
ცრემლორეული,
ცრემლმოდებული
აბაზანის კედლებს
უხეში ხელებით
ნაზად ვეხები
და წარმოვიდგენ უცხი სილუეტს,
ნახევრად დაჩოქილს,
შენდობის მოლოდინში.
გპატიობ შვილო,
გპატიობ,
მოგიტევებ,
რომ მამაშენს ვაჯობე უწესიბაში.
გპატიობ შვილი,
გპატიობ,
მოგიტევებ,
რომ მხოლოდ წვეთდაცემული სხეულის შეგრძნებისას მახსენდები.
გპატიობ შვილი,
გპატიობ,
მოგიტევებ,
რომ მხოლოდ კოშმარებში გესახები.
გპატიობ შვილო,
გპატიობ,
მოგიტევებ,
რომ სიგარეტის მოწევისას მიღებული ექსტაზის შუა პერიოდში, მამაშენის სახელის მეტზე, ვერაფერზე ვფიქრობ.
გპატიობ შვილო,
გპატიობ,
მოგიტევებ,
რომ “კაცობა” ბინდმოცულ კონცეფციად დაგიტოვე.
გპატიობ შვილო,
გპატიობ,
მოგიტევებ,
რომ ერთადერთი ვარ ვისაც შენდობა ვერ სთხოვე.
გპატიობ შვილო,
გპატიობ, რომ ჯვარი ჩამოგგლიჯე,
მოგიტევებ, რომ სულში ჩაგიფურთხე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →