შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სიმართლე კი არ ღუპავს...

დაჩი მეჯიდი 4 წლის წინ
სიმართლე კი არ ღუპავს ადამიანს, არამედ ის განცდა, რომ სიმართლეს ფლობს.
ჭეშმარიტება - გზაცაა და დანიშნულებაც, სადაც მიდიხარ. ამ გზაზე კი შენი რწმენა მერყეობს.
როგორც მე მგონია, მთავარია, მუდამ ეცადო დაინახო, ნაცვლად იმისა, რომ გეგონოს, რომ ხედავ.
რელიგიური თუ რაციონალური ფანატიზმის წყაროც ეს მგონია - ზედმეტი თავდაჯერებულობა - განცდა იმისა, რომ ყველაფერი გესმის, ან რაც გესმის, ბოლომდე გაიაზრე.
იმის მაგივრად რომ მე შენ ჭეშმარიტება "აგიხსნა" უმჯობესია მიგითითო, როგორ შეიძლება მისკენ მიმავალ კვალს დაადგე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →