შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

***

დაჩი მეჯიდი 4 წლის წინ
თუ ადამიანი არ ფიქრობს არაფერ ახალზე
ესე იგი ის აღარ სევდიანობს, სევდას ღალატობს

თუ ადამიანი სევდას საბოლოოდ ღალატობს
ესე იგი მის ცხოვრებას განცდები დააკლდება.

თუ ადამიანს განცდები და სევდა დააკლდება
ესე იგი, ის აღარაა იგი, ის უკვე არავინაა.

არავინ ბევრია, არავინ მართავს მასას.
მასას არ აქვს სახე, რადგან მასა არ გრძნობს.
თუ შენ კარგავ სახეს... თუ კარგავ სევდას,
მაშინ ადრე თუ გვიან შენი სიყვარული
შენთან ერთად დამთავრდება და დარჩება
მხოლოდ სხვისი შესაძლო სევდა შენზე.

თუ ადამიანი არ იგრძნობს სხვის სევდას
ის ამით მხოლოდ გაამრავლებს მას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →