შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დაუკარით ბარბითზე

დაჩი მეჯიდი 4 წლის წინ
მზის წიაღში ნაშობ ქალწულთა
და გაზაფხულის სადიდებელი
დაუკარით ბარბითზე.
დღის მნათობის ალში ამომწვარ
და ჩრდილქცეულ სევდაზე
დაუკარით ბარბითზე.
ჩვენი მწარე ცხოვრების
ტკბილი აღსასრულის ოდა
დაუკარით ბარბითზე.
კაცებად რომ გვაქციეს
ჩვენი ხელით მოკლულ იმ მტრებზე
დაუკარით ბარბითზე.
გთხოვთ, სანამ მზის სიმწიფე
არ გადავა უკაცურ ხსოვნაში
დაუკარით ბარბითზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →