შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რამ გაგზარდა?

ვეებერთელა საზამთრო
მოაგორეს ბაზრიდან.
ბებომ სცადა - ვერ ასწია,
პაპამ ძლივს-ძლივს აზიდა.

უკვირს ყველას - ამ გოლიათს
ნეტავი რა გაზრდიდა?
დედამა თქვა: - კარგი მიწა!
ბებომა თქვა: - წყალიო!

დეიდამ თქვა: - მზე კაშკაშა!
დამ: - ამინდი წყნარიო!
აქ საზამთროს გაეცინა
მთელი გულით, არ გჯერათ?

თქვა: - გამზარდა ტკბილმა კაცმა,
დაელოცოს მარჯვენა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →