ჩანაწერი
Laravel
კითხვა
შევძენ რამეს უნიკალურს
ამ სამყაროს ჩემი ნიჭით?
დაამშვიდებს გონის ხმაურს
წერა გულში არეკლილი?
როგორც წყალი გაუმჭვირვალე
ვერ ასახავს ზეცას ნათლად,
ისევეა გონი ჩემი,
გათანგული ფიქრით სადღაც.
მაგრამ სული მოლივლივე
და ღვთის მიერ შთაბერილი,
ეფინება სანთლად, სიტყვით,
გონს ამღვრეულს გასაჭირში.
და ეს სული მეკითხება
სხვა სად არის შენი ხვედრი?
ნუთუ არ გაქვს არჩევანი
წუთისოფლად გასავლელი?
ნუთუ მადლი საუკუნო,
რაც მოგეცა ერთხელ ჩემგან,
ვით ფოთოლი ცივ ნიავში
გაიფანტოს უშფოთველად?
ბევრი რამ გაქვს ამ კალამზე
გადაშლილი მრავალფერად,
ბევრი რამეც ამ ფურცელზე
არც ღირს იქნებ გასათქმელად.
თუნდაც წერდე მიამიტურს
ოღონდ იყოს შენში თქმული,
რომ გადმოსცე სიტყვის ძალა
გონებაში დაკარგული.
დაინახავ წყალს დაწმენდილს,
და მის სიღრმეს ლექსის ბოლოს,
როცა გასცემ შენს ნიჭს უხვად,
სამყაროსთვის უსასრულოდ!
ამ სამყაროს ჩემი ნიჭით?
დაამშვიდებს გონის ხმაურს
წერა გულში არეკლილი?
როგორც წყალი გაუმჭვირვალე
ვერ ასახავს ზეცას ნათლად,
ისევეა გონი ჩემი,
გათანგული ფიქრით სადღაც.
მაგრამ სული მოლივლივე
და ღვთის მიერ შთაბერილი,
ეფინება სანთლად, სიტყვით,
გონს ამღვრეულს გასაჭირში.
და ეს სული მეკითხება
სხვა სად არის შენი ხვედრი?
ნუთუ არ გაქვს არჩევანი
წუთისოფლად გასავლელი?
ნუთუ მადლი საუკუნო,
რაც მოგეცა ერთხელ ჩემგან,
ვით ფოთოლი ცივ ნიავში
გაიფანტოს უშფოთველად?
ბევრი რამ გაქვს ამ კალამზე
გადაშლილი მრავალფერად,
ბევრი რამეც ამ ფურცელზე
არც ღირს იქნებ გასათქმელად.
თუნდაც წერდე მიამიტურს
ოღონდ იყოს შენში თქმული,
რომ გადმოსცე სიტყვის ძალა
გონებაში დაკარგული.
დაინახავ წყალს დაწმენდილს,
და მის სიღრმეს ლექსის ბოლოს,
როცა გასცემ შენს ნიჭს უხვად,
სამყაროსთვის უსასრულოდ!
Laravel
კომენტარი
0