შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ერთ დღეს იქ გადამასახლეთ

მთვარე გადავღებე მწვანედ,
ჯაჭვით დავაბი ღრუბელი,
ვარსკვლავი წავშალე ცაზე
მიხაკს მოვპარე სურნელი.

ზღვა გადავასხი ლარნაკში,
მზე ჩამოვკიდე ნათურად,
ცეცხლი ყინულზე გადავსვი
ღმერთს ვესაუბრე ქართულად.

ქარი და წვიმა დავათვრე,
ზაფხულს მოვპარე ივნისი,
მთელი მსოფლიო გავაქრე
დავტოვე მარტო თბილისი.

სევდას ვასწავლე ოცნება,
სიკვდილს ვუბრძანე სიცოცხლე,
შევძელი გამოგონება
თიხის რომელიც იცოცხლებს...

ქვიშით ავიგე სასახლე,
ბროლის კოშკები დავიდგი,
ერთ დღეს იქ გადამასახლეთ
სადაც ფიქრები გამირბის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →