შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენზე დავწერ

შენზე დავწერ სანამ არ დავიცლები,
სანამ წერით თითები გამიცვდება,
გრძნობისაგან ბოლომდე დავიცლები
სანამ გული მთლიანად გაცივდება.

შენზე დავწერ სანამ გაირითმები,
სიყვარულის გამომხატველ სიტყვებთან
შთაგონების წყარო არ დაიცლები,
შენი სახე ჩემთვის მუზა იქნება.

შენზე დავწერ სანამ მომენატრები,
შენზე ფიქრში გავათენებ ღამეებს,
უკან მომე უნატვრელი ნატვრები
იგრძნობ როგორ გიკოცნი სველ ბაგეებს.

შენზე დავწერ სანამ შენი ხატება,
ითარეშებს ჩემს გალეულ სხეულში,
სანამ გულში სისხლი ჯერ არ თავდება
და ლექსები იწერება რვეულში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →