შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლილიტ

მტრედებს აპურებდი დილით,
ოცნებით უყურებდი ზეცას,
გუშინ მივყვებოდით ბილიკს
ჩემი ტანსაცმელი გეცვა..

თითებს მისველებდი ცრემლით,
მე კი გიხუტებდი გახსოვს?
და ეს წარმოსახვა სველი
დღემდე ტირილამდე მახრჩობს..

მინდა ჩემთან იყო ახლოს,
ერთად ყოფნა უნდათ ტყუპებს,
ჩემში ოცნებები სახლობს
რაც ამ რეალობას უტევს..

ვფიქრობ მე მოვკვდები მალე,
რადგან ვერ გავუგე ამ ხალხს
ნუთუ არავინ არ მგავს მე
ჩემი დეპრესია მმარხავს.

მტრედებს აპურებდი დილით,
ოცნებით უყურებდი ზეცას,
გუშინ მივყვებოდით ბილიკს
ჩემი ტანსაცმელი გეცვა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →