შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნიამორები

სიზმრად ნანახი ნიამორები
იკარგებიან სადღაც უკუნში
შენ ფანჯრებს მუდამ ღიად ტოვებდი
ახლა კი ახრჩობ რკინის ურდულში

შენ გიზიდავდნენ ნიბელუნგები
და მე ვიყავი შენი ზიგფრიდი
მეფიცებოდი მიერთგულებდი
ფიცი გატეხე სხვასთან მიფრინდი

ბრალიც კი დამდე თითქოს ვიყავი
უგულო როგორც ტორეადორი
და გრძნობებს შენსას ისე ვრიყავდი
არ გღირსებია ჩემგან ამბორი

სიზმრად ნანახი ნიამორები
იკარგებიან სადღაც უკუნში
შენ ფანჯრებს მუდამ ღიად ტოვებდი
ახლა კი ახრჩობ რკინის ურდულში
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →