შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

*** რაში გვჭირდება ეს მასკარადი ***

რაში გვჭირდება ეს მასკარადი,
მოდი მოვიხსნათ ყველამ ნიღაბი
და როცა გავა გიჟმაჟი მარტი,
მე მოგიყვები როგორ მიყვარდი.

შენ ვერ გამიგე მინდოდა სითბო,
და ყურადღება როგორც თოთო ბავშვს,
მოგენატრები და იქნებ იგრძნო
რომ ჩემზე კარგი არავინ არ გყავს.

გავიყინები, დავიღუპები,
როგორ გრანელი მიუსაფარი
აღარ იქნება მეტი კუპლეტი
და დასრულდება ჩემი ამბავი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →