ჩანაწერი
Laravel
ნატვრა და დარდი
ეს მერამდენე ლექსი დავწერე,
ეს მერამდენე ჭიქა დავცალე,
უკვე რამდენი ცრემლი დავღვარე
მაგრამ გრძნობები მე ვერ დავმალე.
სიყვარულზე ვწერ, ნატვრით თავს ვირთობ,
გრძნობები მებრძვის, თვალზე ცრემლს ვიშრობ,
ლექსით ოცნებით, ჩამქვრალ გულს ვითბობ,
მსურს დავიწყება მისი, თავს ვითრობ.
მაგრამ არ მშველის, არც ღვინით თრობა,
არც სინანული წარსულის გმობა,
ვერ მოვახერხე ოცნების თმობა,
მსურს მასთან ყოფნა ლექსების თხრობა.
მზის ამოსვლისას მინდა რომ ვნახო,
და მოვახერხო სიტყვების გაცვლა,
მსურს ერთად ყოფნის იმედი ვსახო
მინდა გრძნობისგან ამ გულის დაცლა.
მინდა გავფრინდე, ფრთები გავშალო,
წამით შევიგრძნო ბედნიერება,
მინდა გულიდან სევდა წავშალო,
ფეხქვეშ გავიგო ქვეყნიერება.
მაგრამ ვატყობ რომ ფუჭად ვირჯები,
ვის უკრეფია უეკლოდ ვარდი,
ვხვდები მე ჩემს ვარდს აღარ ვჭირდები
დამრჩა ეკლები, ნატვრა და დარდი.
ეს მერამდენე ჭიქა დავცალე,
უკვე რამდენი ცრემლი დავღვარე
მაგრამ გრძნობები მე ვერ დავმალე.
სიყვარულზე ვწერ, ნატვრით თავს ვირთობ,
გრძნობები მებრძვის, თვალზე ცრემლს ვიშრობ,
ლექსით ოცნებით, ჩამქვრალ გულს ვითბობ,
მსურს დავიწყება მისი, თავს ვითრობ.
მაგრამ არ მშველის, არც ღვინით თრობა,
არც სინანული წარსულის გმობა,
ვერ მოვახერხე ოცნების თმობა,
მსურს მასთან ყოფნა ლექსების თხრობა.
მზის ამოსვლისას მინდა რომ ვნახო,
და მოვახერხო სიტყვების გაცვლა,
მსურს ერთად ყოფნის იმედი ვსახო
მინდა გრძნობისგან ამ გულის დაცლა.
მინდა გავფრინდე, ფრთები გავშალო,
წამით შევიგრძნო ბედნიერება,
მინდა გულიდან სევდა წავშალო,
ფეხქვეშ გავიგო ქვეყნიერება.
მაგრამ ვატყობ რომ ფუჭად ვირჯები,
ვის უკრეფია უეკლოდ ვარდი,
ვხვდები მე ჩემს ვარდს აღარ ვჭირდები
დამრჩა ეკლები, ნატვრა და დარდი.
Laravel
კომენტარი
0