ჩანაწერი
Laravel
თეთრი ღამე
საამურ ნიავს ემგზავრება წვიმის სურნელი
ქალაქის შუქთა აჩრდილები გზაზე დაჰქრიან
თეთრ ღამეს მოსავს მდუმარება განუზომელი
ნისლით მოქარგავს მთვარის სხივი ადრე თუ გვიან
სამყაროს გრძნობა არასოდეს არის ერთგვარი
საათის ისარი სულის ფერმკრთალ ანარეკლს აჩენს
ყოფის სიცხადეს იმედებით უჩნდება ბზარი
თეთრი ღამე გამოუტანს წვიმით განაჩენს
ზეცა ცრემლებით ენამება მინდვრის გვირილებს
მანძილთა კლებით გახშირდება მთის სითამამე
ჯიუტი მთები ჟამთა ქარიშხალს ვეღარ უძლებს
აისის სხივში შთაინთქმება ეს თეთრი ღამეც
ყოფის სიცხადეს იმედებით უჩნდება ბზარი
შორეულ გზასაც იმედებით წავყვებით სადმე
ბოლოს მიხვდები რომ ყველაფერი იყო სიზმარი
გაგახსენდება აისის სხივით ეს თეთრი ღამე
2024, 7 ივნისი.

კომენტარი
0