შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თეთრი მერცხალი

მოგზაური 2 წლის წინ
ალბათ გზები გამიგებენ ასე,
სულ ხეტიალს მიწუნებენ განა.
სანამ დღეები მაქვს სავსე,
მსურს მოვიარო ეს ქვეყანა.
ბედისწერის თეთრ მერცხალს ვუცდი.
მეტყვის არცერთი იქნება მარად,
აღარ გაჩერდე ფერდზე, აცოცდი.
მუდამ იყავი მზად საომრად.
ისევ ვეძებ სათავეს, მისტიური მდინარის.
მუდამ იცვლება შენამდე მანძილები.
აღარ კლებულობს ეს სიცივე ნოემბრის.
და მეც დროსთან ერთად ვიცვლები.
ჟამი ვეღარ წყვეტს იმედის ძაფებს,
შორეულ ფერებს ამხელს მომავლის.
ვხედავ სივრცეში მთებს და ჩანჩქერებს.
კვლავ გათენდება დღე სიყვარულის.



29 ნოემბერი 2023 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →