შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ამაო ძახილი

როდესაც წყვდიადი შთანთქავს სინათლეს, როდესაც ვარსკვლავნი იწყებენ კრთომას,
ქარი ღიღინებს ცარიელ ქალაქში,
ნამგალა მთვარე სავსედ ქცეულა;

წყვდიადით სავსე ოთახში მჯდარი,
მე წამებს ვითვლი შენი წასვლიდან,
ფიქრებით სავსე ჩემი გონება
კვლავ არ მაძინებს განშორებიდან;

გრძნობებისაგან გაჩენილ კოცონს,
თეორიები აქცევენ ხანძრად
და მე უძილო ვთბები მის ალზე,
კვლავ მეფიქრება რას გეტყვი, რომ გნახავ ?

თეთრი ღამისგან დატანჯულ, დაღლილს, ათასი წვრილმანი მქონდა სათქმელი,
ახლა კი გხედავ, ვდგავართ პირისპირ, ფიქრებისგან დავცარიელდი;

მინდა მოგიყვე ცრუ იმედებზე
და ჩემს ცრემლებზე შუაღამისას,
და ვით ამირანს, როგორ მტანჯავენ
ეჭვთა ყორნები განთიადისას;

მაგრამ ისედაც დახარჯულ სიტყვებს,
ნუთუ აქვს აზრი კიდევ რომ გითხრა,
ამიტომ გრძელ სიტყვას მე მოკლედ ვიტყვი,
რომ ისევ მინათებ ჩემს ბნელ ცას ცისკრად.

28.03.2025
20:30 P.M
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →