შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მაწანწალა

ნოემბრის დილა, ქარის ღიღინი, ტრანსპორტის ხმაური, შველის ძახილი,
ავსებს თბილისის ნაცრისფერ ქუჩებს, მაგრამ ყოვლისთვის სუფევს სიჩუმე;

ყოველი სახე, გამვლელთა ნაბიჯი, გულგრილი მზერა, ხმა თბილისელთა,
ბგერა ყოველი ჟღერს ჩემთვის უცხოდ, ქართველი მქვია, მაგრამ ვარ უცხო;

ხელები ცივი, ფიქრი ერთადერთი, თხილის მზერაში ღიმილის ანარეკლი,
მისი მფლობელი ჩემი თანატოლი, მაგრამ ემოცია აქამდე არნახული;

ვუყურებ პეიზაჟს თოვლით აღსავსეს, მაგრამ ეს სცენა თბილია, რაც მაბნებს;
ვხედავ დედა-შვილს და თითქოს არაფერი, მაგრამ რატომღაც ყურს ვუგდებ, ვაკვირდები;

გავიდა წუთი, დაეცა ფოთოლი, ნოემბრის ქარმა განაგრძო ჩურჩული
და მომავალი ზამთრის სიცივემ გამომაფხიზლა აწმყოში ისევ;

სითბო წავიდა, ფიქრი - დარჩა, გზამ კი განაგრძო ნაბიჯთა დათვლა
და მიმავალი მიზნის გარეშე ვფიქრობ თუ რატომ ჩამრჩა ის ასე;

ვფიქრობ რატომ იღიმოდა იგი,
რატომ იცვალა პეიზაჟმა ფერი,
მაგრამ ყოველი მცდელობა ჩემი დასრულდა არაფრით, არაა საკვირველი;

ფიქრმა გამართო, დღე ქარმა წაიღო
და შეიღება ლურჯი ცა მუქად,
თავშესაფარში დაბრუნებული კუთხეში დამჯდარმა, წარმოვთქვი ჩუმად:

როგორი არის საერთოდ დედა,
რატომ იღიმის ყოველი მასთან,
ნუთუ ასეთი კარგია, როცა მოგეფერება დედიკო ნაზად ?

03.11.2025.
18:11
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →