ჩანაწერი
Laravel
ჰაფეზი_გაზელი 487_თარგმანი სპარსულიდან
ო, უაზროვ, შეეცადე ამბის მცოდნედ რომ ივარგო,
ეს გზა უნდა გაიარო, შენ მეგზურად რომ ივარგო;
ჭეშმარიტი გწამდეს მუდამ, სიყვარულში განისწავლე...
...ახალგაზრდავ, შენ იბრძოლე! მამად მაინც რომ ივარგო;
ხელს სპილენძი მოაშორე და გზადაგზა შეისწავლე
სიყვარულის ალქიმია, ოქროდ მაინც რომ ივარგო;
ძილი, ჭამა დაგაშორებს საკუთარ თავს - შეიცვალე,
შენ შეიცნობ საკუთარ თავს, თუნდაც შენად რომ ივარგო;
თუ ნამდვილი სიყვარულის შუქი გულით შეიყვარე...
ღმერთო, მზეზე უკეთესი იქნები, რომ შენ ივარგო!
ერთი წუთით რომ დაიხრჩო ღვთიურ ზღვაში - მოიცადე,
დაისველებ თმას შვიდ ზღვაში, თმის ღერადაც რომ ივარგო;
ჩაიძირე ღვთიურ შუქში, ის ბოლომდე განიცადე,
თითი, თავი არ დაგძაბავს, ჩაძირულად რომ ივარგო;
უფლის სახის სიდიადით თუკი მარად განიმსჭვალე...
...მაშინ უკვე გაიხარებ, მის მომზირლად რომ ივარგო;
თუკი შენი არსებობა თავდაყირა წაიყვანე,
ნუ დატვირთავ შენს გულს შიშით, ამ ჯანყისთვის რომ ივარგო;
ჰაფეზ, სცადე - რადგან ღმერთთან შენ კავშირი განიზრახე -
“წესიერი ხალხის” კარზე ბინძურ ჭუჭყად რომ ივარგო.

· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0