შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დედაო ენავ

დედაო ენავ,
ენავ ქართულო!
ჩვენო ზაფხულო და გაზაფხულო,
ჩვენთვის ადვილო, უცხოსთვის რთულო,
დედულეთო და ჩვენო მამულო,
ტაძრის ჩუქურთმად გადახლართულო,
საჩუქარი ხარ, ღვთის სიყვარულო,
ქართველთა გენში მყარად ჩაკრულო,
ყოვლის მთქმელო და თან უსასრულო,
მტერზე ყიჟინით ზეაღმართულო,
დაუძლეველო და დიდებულო,
ქრისტიანო და თან წარმართულო,
ქართველთ ხატი ხარ!
ღვთით კურთხეულო!
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →