შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წვიმა

ელვაგაკრული და ტყვიისფერი
ცა მოიღუშა ავად საავდროდ,
გარინდული ტყე, მზისგან ნაფერი,
ააშრიალა სიომ საამოდ.
ელჭექისაგან დასერილ ღრუბლებს
ცრემლი მოასკდათ უხვად თვალებზე,
პაპანაქებით გატანჯულ ხნულებს
მადლად ეპკურათ გამხმარ ბაგეზე.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

1
ლიაკო დეიტერიუმი
ლიაკო დეიტერიუმი თანამგრძნობი დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
ელჭექისგან დასერილ ღრუბლებს
ცრემლები მოასკდათ თვალებზე.
შენ კი მიყურებ დაღლილი სახით
ჩემს მომაკვდავ დასერილ ხელებზე.
დავეძებ იმედს ხან თავში,ხან კარში
იმედი არა ჩანს...
მხოლოდ ნაფლეთი მისგან სადღაც ღრმად სხვაში.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →