შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მღიმარე თვალებით

მღიმარე თვალებით
მოდიან ლაღები,
ქვეყნისთვის თავმდებნი
უკვე აქ არიან,
აანთეთ სანთლები,
მოდიან ტალღები,
ეს ჩვენი ბავშვები
იმედის ქარია.

ვიბრძოდით წვალებით,
შფოთით და წამებით.
აწ თქვენი სახელი
გმირების დარია!
თვალების გახელით,
წინაპართ სახელით,
გამარჯვება გელით
და გულს უხარია.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →