შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

აღარ გაჩერდეთ ქართველებო

აღარ გაჩერდეთ ქართველებო,
მხოლოდ წინ წადით,
ვერავინ სხვა ვერ უპატრონებს
ამ თქვენს სამშობლოს,
საქართველო ხომ ჩვენ გვებოძა
მუდმივი ვადით,
და მისთვის დაღლა სამუდამოდ
ღმერთმა გვაშოროს.
ნუ შეშინდებით ქართველებო -
უფალი გფარავთ,
თქვენს სამუდამო მიზანთან ხომ
უკვე ახლოს ხართ,
ამ გზაზე ლოცვა წინაპართა
თქვენ დაგიფარავთ,
გახსოვდეთ, მათგან განვლილ გზაზე
თქვენ მყარად დგახართ.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →