შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აღდგომა

დასაბამიდან რომ აქამომდე
მაისის ვარდებს ეკლებით კრეფდნენ,
ვარდები სურნელს მუდამ ამბობდნენ,
და პოეტები სიყვარულს წერდნენ.

მძვინვარდებოდა სატანა მუდამ,
როცა მაისის ვარდი ხარობდა,
გეენას მისი გათელვა სურდა -
ვარდი სიყვარულს მაინც ამბობდა.

გაზაფხულს ვარდი ესურნელება
და დრო მოსულა აქ არწივების,
მალე უღრუბლო დღე გათენდება
ახლად აღდგომის და გაბრწყინების!
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →