შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კაცს რომ სცოდნოდა

გულს რომ სცოდნოდა,
სევდა რა იყო -
არ დაიწყებდა ოდესღაც ფეთქვას.
თვალს რომ სცოდნოდა,
ბნელი რა იყო -
არ შეიცნობდა სწორედაც ზეცას.
ღმერთს რომ სცოდნოდა,
კაცი რა იყო -
არ აჩუქებდა ცხოვრების ვნებას.
კაცს რომ სცოდნოდა,
ღმერთი ვინ იყო -
გულს მიანდობდა მის უკვდავ ნებას.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →