შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გაზაფხული

მზის სამფლობელომ კვლავ მოირგო ნაზი მანდილი,
ფერმრავალ ხეებს თბილი სიო ესალბუნება,
ნუშმა ამაყად შვა ტოტები ყვავილდაყრილი,
გაულამაზა იერსახე ფერმკრთალ ბუნებას;

ყოჩივარდები მინდვრებს რთავენ ლაქად დაღვრილი,
ტყე გააღვიძა მოშხაპუნე წვიმამ სულელმა,
გამოეღვიძათ მთებს ირმების გადაძახილით,
კენწეროს სახე მოუჩრდილა თითა ღრუბელმა.

მზის მოწყალება ცად გადმოსჩქეფს ნიაღვარივით,
გადაივიწყა მან დროებით ცივი გუნება,
თმა შეეღება კვლავ ბუნებას ია-ვარდივით,
სამყაროს ამცნო გაცოცხლებულ მიწის უფლება.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →