შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ეპიტაფია გალაკტიონს

ზოგი ჰაფეზის ვარდებს დებდა პრუდოს ვაზაში,
ზოგი შექსპირსაც იწუნებდა საკუთრის ხიბლით,
სხვა ვერ ამბობდა თავის სათქმელს ამ კარნავალში,
ხმამაღლა გმობდა იმ ერთს, იმ დიდს, შურით თუ ჯიბრით.

მაგრამ დროების მოდგაფუნე ზვირთებმა სწრაფმა
ეკალ-ვარდებიც გადარეცხა მმუსვრელი ხელით,
თავის ადგილას დაიბუდა ყველა სულსწრაფმა,
ვინც ვეღარ შეწვდა გალაკტიონს იმ შურით, ბნელით.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →