ჩანაწერი
Laravel
ხატობა თუშეთში
ხატობას აველ თუშეთში,შულტა მეძახის ტიალი,
სტმარო! მოდი ჩემს სუფრას, დღე მოუტანე მზიანი,
ალუდი ცეცხლზე თუხთუხებს,ქალმა დაიწყო ტრიალი,
მიღიმის ცისფერ თვალება,თუშის ქალ ნაწნავიანი.
აგერ გამოჰყავთ კურატი,სახატეს იკრიბებიან,
ვაჟები ხატში მიდიან,ქალები კერას რჩებიან,
რქებჩახრეცილსა ჭედილას,აბჯენენ ყელზე დანასა,
შუბლზე აკრავენ სანთელსა,თან უმღერიან ნანასა.
ბერკაცსა დროშა გამოაქვს,იხსენებს უდროდ წასულებს,
ლოცვაში სამჯერ ახსენებს,თუშთა ვაჟებს და ასულებს,
თავზე დამყურებს ბერ-მთები,მიცქერს ცისფერი კესანე,
ქალმა დამისხა არაყი,ეგრევ გადავკარ მესამე.

კომენტარი
0