შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

წახვალ, მე მოვალ

ბეთლემელი 3 წლის წინ
დანისნულ ხევებს ვიყვარებ
და საიდუმლოდ ვინახავ ადგილს,
წახვალ -
მე მოვალ,
ყუროს წვერებში დამეკარგები,
ზურგსავე უკან
დამემალები.

მთის მარტოხელა სულებს ვიხმარებ,
გამალებით რომ დავეძებთ ქმნდადობის
მანდილს.
წახვალ,
მე მოვალ,
გზა-გზა მოყვრად დაგელანდები,
დამინახავ და
დამემალები.

მე თან ვატარებ ნაცნობ რიჟრაჟებს,
ერთადერთ სიტყვას დამიტოვებ
ლოდინით აღვსილს.
წახვალ,
მე მოვალ,
გამუდმებით დაგემგზავრები,
რა საჭიროა, მაგრამ მაინც
დამემალები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →