შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აქ სად გაგონილა ..

ბესო გურჯია 7 წლის წინ
აქ სად გაგონილა ანდა, სად წერია,
თუნდა ქვეყანა დაიაროთ,
პოეტმა, პოეტი რომ აღიაროს?
უფრო ადვილია,
დაიხალონ შუბლში ტყვია.
რას იტყვიან, თუკი გაღიარეს,
ერთმა, მეორეს აჯობაო?!
ჰო, ასეა!
ესეც ეროვნული ქაჯობაა.
აქ ხომ, ღიმილითაც დაგბრედავენ
და ფანჯრებიდან ვარდებიან
ქუჩებს ეხეთქება, როცა გაბედავენ...
ნიჭი და სინდისი.
აქანე, უნიჭოც კი ქაქანებს,
ჭრელია თბილისი...
კბილი, კბილისა წილ...
ძალაშია და წინ დამხვედრია.
რიტუალებით სიყვარულს გარიყავენ,
ნაღდი პოეტები არ კვდებიან,
ისინი, მხოლოდ თავს იკლავენ.

2014
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →