შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბზარები

the sound of pain 11 თვის წინ
ვეღარ მიყუჩებენ სევდას მზის სხივები, შენმა სიყვარულმა ისე გადამრია, როცა მენატრები ზეცად ვიხიზნები, ნისლი და ღრუბელი ჩემი საბანია...რადგან შენ ანათებ ცაზე მზის მაგივრად, შენს სურნელს უბერავს აპრილის ქარები, სამყაროს კიბეზე მხოლოდ შენ ადიხარ, რომ ზეცას შეუვსო ნაკაწრი ბზარები...ჩემში გაყუჩდება მძინარე ტკივილი, თუ ისევ იფეთქებს შენს თმებში ენძელა, შენი სიყვარული ყოფილა ის ჯვარი, რომლის ტარება რომ მე ასე მეძნელა...მითხარი როგორ გადავრჩე მარტო, მინდა ვიცოდე საით მიდიხარ, მე მოვალ შენთან სამყაროს გავლით, თუ მეტყვი ისევ როგორ გინდივარ...მასწავლე როგორ გადავრჩე ქვეყნად, როცა შენს ჩრდილებს გაფანტავს ქარი, მე ჯერ არ ვიცი რა მელის თუკი, თუ მიხურული გაიღო კარი...მითხარი როგორ გინატრო მეტად, სიცოცხლეს მართმევს შენზე ფიქრები, ვიცოდე საით მიდიხარ ნეტავ, შენი სავლელი გზები ვიქნები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →