შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ლექსი გურიის მონატრება ავტორი ბექა გურიელი

მინდა, ისევ ვნახო შენი მთები!
დათოვლილი ნაძვი,
კვლა შევიგრძნო სურნელება
მძაფრი შენი მთების ნისლის,
მოვეფერო ჩემს მშობლიურ მხარეს,
ვესაუბრო მეოცნებე ქარებს,
სანთლის შუქზე გავათენო ღამე,
გზას მინათებს მეგობარი მთვარე,
დილით ადრე ბებო
გამომიცხობს კეცზე მჭადებს,
სიამაყით გადმოვხედავ
გომის მთას და სურებს,
მომენატრე ახლაც,
თითქოს შენი სურნელება ვიგრძნე,
ემატება წლებს წლები,
მომენატრა ბასილეთი,
მთისპირი და გრიგოლეთი,
ურეკი და ნაბეღლავი,
გომის მთიდან შეკივლება,
სიყვარული მომენატრა,
შენი მთების სითბო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →