შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

***

მსმენია ერთ კაცზე, რომელიც ძალიან კეთილი იყო,
ხელგაშლილი, როგორც თუთის ხე,
ყურებამდე რომანტიკოსი,
რომელსაც გულწრფელად სჯეროდა სიყვარულის.

მას ყველა ქალი
„ძმები გრიმების“ — „რაპუნცელი“ ეგონა,
სიტყვებს კი ისე არჩევდა,
თითქოს თითოეულით ვიღაცის გადარჩენა შეეძლო.

თავი კი განსაკუთრებულად მიაჩნდა —
სჯეროდა,
რომ სხვებზე მეტად შეეძლო სიყვარული.

ერთხელ ის უღრან ტყეში მოხვდა
საიდანაც დაბრუნების შემდეგ
მასზე ყველა ლეგენდა წყდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →