შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

რკინიგზა

შენ წახვალ მაინც, წახვალ და წახვალ,
წასვლა ხომ შენი არის ,,თილისმა"
შენ არ ხარ, არ ხარ, არასდროს არ ხარ,
შენ არ ხარ სახლი, შენ ხარ : ,,რკინიგზა"
რომელმაც მხოლოდ მგზავრობა იცის,
და სულ სხვადასხვა რჯულის ჰყავს მგზავრი,
და არა მხოლოდ ერთი, და ისიც
პოეტი ქუდით, სევდით, და კალმით.
მოთოვს და მოთოვს, ძლიერად მოთოვს,
ჩემი ქუჩიდან კვლავ შენ ქუჩაზე,
და ციცქნა ფოთოლს, ერთ მთლიან ფოთოლს,
ჩვენსავით ორად გაყოფს შუაზე.
შენ წახვალ მაინც, წახვალ და წახვალ,
წასვლა ხომ შენი არის ,,თილისმა"
შენ არ ხარ, არ ხარ, არასდროს არ ხარ,
შენ არ ხარ სახლი, შენ ხარ ,,რკინიგზა".
Laravel

კომენტარი

1
რა კარგია!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →