შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქარი ქრის

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
შენთან ქრის, ჩემთან ქრის, ყველგან ქრის,
მე მაინც შიში მაქვს ქარიშხლის
მე მაინც შიში მაქვს ყველაფრის.

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ,
ქარდაქარ მიჰქრიან ფოთლები,
სულ ჩემი მგონიხარ ხანდახან,
ხანდახან სხვისი და ვღონდები

სადა ხარ? სადა ხარ? სადა ხარ?
დაგეძებ გულს მიღნის ეჭვები
გეჩვევი ხელახლა თანდათან
თანდათან ხელახლა გეჩვევი.

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
შენთან ქრის, ჩემთან ქრის, ყველგან ქრის,
მე მაინც შიში მაქვს ქარიშხლის მე მაინც შიში მაქვს ყველაფრის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →