შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქალბატონო

ქალბატონო შევასრულე შენი თხოვნა
და თან გიძღვნი ისე როგორც გეკადრება
როგორც ჩემში უიმედო გრძნობის პოვნა
როგორც ცაში ვარსკვლავი რომ იკარგება

ეს ვარსკვლავი დაკარგული ალბათ შენ ხარ
და მოფრინავ მოწყვეტილი მესტუმრები
მინდა სულში ჩამისახლდე დარჩე ჩემთან
მინდა აღდგეს ჩვენი მკვდარი ეს გრძნობები

ხელს ჩაგკიდებთ, ნებას მომცემთ ქალბატონო?!
მინდა ყურში თქვენი სუნთქვა ჩამესმოდეს
ჩემი გულის აღმაფრენას ანდაც სევდას
მინდა გრძნობდე, მინდა გრძნობდე თან გესმოდეს

რომ გესმოდეს ჩემი გული როგორ ყვირის
რომ ხედავდე ჩემს თვალებში ვნების კოცნოს
მაგრამ არა ის ხომ მუდამ ჩრდილში ივლის
მარტოდ მარტო ხეტიალი როგორ მოწონს

მოწონს როცა ვერ ამჩნევენ გულის ნადებს
მომღიმარი თითქოს მართლაც ეღიმება
მაგრამ უკვე ვეღარ იტევს ამდენს
ვეღარ იტევს და სიმწრისგან ეცინება

ამ სიცილშიც მხოლოდ შენ თუ დაინახავ
რისი თქმაც მსურს და რაც უკვე არსებულა
ქალბატონო! თუ გულს სხვისთვის შეინახავ
დავამთავროთ ის რაც ჯერ არც დაწყებულა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →