შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არ გაგიშვებ...

ბექა ონიანი 3 წლის წინ
დახვეტს გრიგალი მოარულ ჭორებს,
ბოშების კარტებს დაფანტავს ცაში.,
ბრაზის მუხტები გულებს აშორებს,
ეშმაკიც ძღება ტკივილის ვახშმით.
დრაკონებიან ზღაპრებში უთქვამთ
"მზეთუნახავი ომით გაკოცებს",
მისი ტრფიალი არ არის მუქთა,
თუ კი ის გინდა, სხვები დახოცე!.
წაიყვან ნადავლს, თეთრი რაშებით,
შენი ერქმევა, ვნებით გაკოცებს..
შეგეშინდება ხელის გაშვების,
უცებ სხვის ცხენზე, რომ არ აცოცდეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →