შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თვალები წითლად ანთია

ბექა ონიანი 3 წლის წინ
თვალები წითლად ანთია,
იქ ლურჯი ცრემლი ბრიალებს,
არ დავანახებ განთიადს
ბრძოლისგან ნაქარგ იარებს.

მყინვარებს აბჯრად მოვისხამ,
ფოლადად ვაწრთობ მდინარეს,
ფარად მიჭირავს ორი ზღვა,
რაშს შევაფხიზლებ მძინარეს.

გრიგალში მუხა ტორტმანობს,
მუმლი გასცვივდა მხუთავი,
გმირებმა სისხლით მომრწყანო!
იძახის ფესვი უკვდავი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →