შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ფეთქავს მკერდი

ფეთქავს მკერდი შენი
ვით ვულკანი ორთქლში,
თვით ღმერთების ძღვენი
ჟინით მწურავს ოფლში.
ამ დაჭიმულ ტუჩებს
არფას სიმებივით
და ამ კოცნის ქურდებს
ვესხმი ტყვიებივით,
სულში ვარჩევ ფერებს,
მუსიკას ვგრძნობ მხოლოდ,
და ცხოვრების ეჭვებს
აქ მოვუღებ ბოლოს.
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →