ჩანაწერი
Laravel
მატარებელში
განათებულ მატარებლის ვაგონში,
ვზივარ მარტო მოწყენილი მზერით,
ფიქრმა ისევ შემიტყუა სხვა როლში,
მელანდება შენი თვალის ფერი,
ტუჩები თრთის სილუეტთან ამბორში,
კვლავ ჩამესმის შენი ხმა ტკბილ-ბგერით,
მოგონებებს მყინვარივით ჩამოშლის,
ლამაზ კადრებს დაილექავს ფსკერი,
რომელი ვართ მოჩვენება ამ ორში,
დაიფარა ეს ზმანებაც მტვერით.
საცოდავად მეღვიძება ბოდვაში,
რატომ გახდი ჩემთვის მძიმე ხვედრი,
შენ სიზმარო ნუ ვარდები ცოდვაში,
ნუღარ მტანჯავ ამას გთხოვ და გვედრი.
დანი ადამელია
ვზივარ მარტო მოწყენილი მზერით,
ფიქრმა ისევ შემიტყუა სხვა როლში,
მელანდება შენი თვალის ფერი,
ტუჩები თრთის სილუეტთან ამბორში,
კვლავ ჩამესმის შენი ხმა ტკბილ-ბგერით,
მოგონებებს მყინვარივით ჩამოშლის,
ლამაზ კადრებს დაილექავს ფსკერი,
რომელი ვართ მოჩვენება ამ ორში,
დაიფარა ეს ზმანებაც მტვერით.
საცოდავად მეღვიძება ბოდვაში,
რატომ გახდი ჩემთვის მძიმე ხვედრი,
შენ სიზმარო ნუ ვარდები ცოდვაში,
ნუღარ მტანჯავ ამას გთხოვ და გვედრი.
დანი ადამელია
Laravel
კომენტარი
0