შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სოფლად მყოფი

სოფლად მყოფი ვუმზერ სავსე მთვარეს,
არც იფიქროთ სურვილებს არ ვუთქვამ,
აღარ მჯერა, ბევრს კი სწამს ამ მხარეს,
კვლავ სთხოვეო უამრავჯერ უთქვამთ.
არც შენ ქარო არ გაგატან სიტყვას,
რადგან პასუხს უიმედოდ ველი,
გგონია, რომ აღარ დავსვამ კითხვას,
დავნებდი და ჩავიქნიე ხელი.
ვარსკვლავებო თქვენ რა პირით მიცქერთ,
მე გითხარით ის გზა გაუნათეთ,
რომლიდანაც ის კვლავ ჩემსკენ იმზერს
და ვიდგები ზართან სველი მნათე.
ვერაფერი ვერ შეძელით ჩემთვის,
მაგრამ ერთის იმედი მაქვს ნებსით,
ყველა ტანჯვას სიხარულიც ერთვის,
სიყვარული იმღერება ლექსით.
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →