შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩვენ შევხვდებით

ერთ დღესაც გაქრი მირაჟივით უგზო-უკვალოდ,
გაუჩინარდი, ყველა ბრალი იქცა უბრალოდ,
არც ხმა ჩამესმის, არც მონაწერს ვკითხულობ შენსას,
მაგრამ გონება არ გივიწყებს ღამესაც, დღესაც,
სულსაც დაასხამს ცივი ოფლი ცხელი ივლისის,
როცა შემთხვევით მსგავსი ესმის შენი კისკისის,
ვინმე თუ დაკრეფს იასამანს ადრე გაზაფხულს,
შენი სურნელი მეცემა და კვლავ ვგრძნობ სიხარულს,
შეჩერდა დრო და დაპაუზდა ბედნიერება,
თუმცა გულით მწამს კვლავ ვიხილო მშვენიერება,
აუცილებლად, ჩვენ შევხვდებით ოდესღაც, სადღაც,
და ჩვენ ვიპოვით ამ პაუზის იდუმალ აზრსაც!
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →