შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ქალი მზე

გამაკვირვო მე რით უნდა,
ქალის სილამაზით თუნდაც,
გავიფიქრე ეს თუ არა,
ქალმა ჩამიქროლა ქარად,
თან გამოყვა სუნი ატმის,
ადრე გაზაფხულის ჟამის,
შევაპარე თვალი ჩუმად,
მიცხოვრია თურმე ფუჭად,
მკერდი ისე მხურვალე აქვს,
ისე თრთის და ისე დააქვს,
შურით ახრჩობს ქალსაც ბევრსა,
ქუჩას ისმის გამვლელთ კვნესა,
თვალებიდან მოსჩანს ზეცა,
ოდნავ ღიმზე ელდა მეცა,
ამ ტუჩებით გაქცევს მონად,
თუ დაგრჩება ჭკუა გონად,
ნეტა ვის ხვდა ბედი წილად,
ვისთვის გაჩნდა იგი დილად,
ასე მშვენიერი წვიმაც,
არ მინახავს ზღვაზე სისხამ,
გაკვირვების რაღა გითხრათ,
ან და რაღა უნდა გიხსნათ,
ვერ გადმოგცემთ სიტყვით ზუსტად,
მზე მოსულა მიწას სტუმრად.
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →