ჩანაწერი
Laravel
ქალი სტიქია
დღეს კვლავ ვიხილე ქალი სტიქია
და კვლავ დამება მე ცოდვილს ენა,
ის ჩემი თეთრი ღამის ფიქრია
და ვარსკვლავების ზეციდან ცვენა.
როცა გამოდის დილას ქუჩაში,
კაცებს ჟინიან, ჩუმ მზერას ჰპარავს,
როგორც გასროლილ ტყვიას ლულაში,
მასაც დუელის სურნელი დაკრავს.
მაგ მკერდზე ვისაც დაუძინია,
გაუღიმია ფორტუნას მისთვის,
წაუკითხავი უცხო წიგნია
და საოცარი დაწყება დღისთვის.
სველი ტუჩები მწყურვალთ მკვლელია,
თავნება თმების ქარში ფრიალი,
თვალებს ჩახედავ თითქოს მხსნელია
და გესმის სულში ბროლის წკრიალი.
არ უნდა ფლობდეს მას მხოლოდ ერთი,
უსამართლოა ზოგჯერ განგება,
თუნდ ქმარი იყოს ეგ ერთადერთი,
ვიცი ძნელია ამის გაგება.
თუმცა არ მჯერა, არც ამის არა!
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქმარიც თვისი,
ხვდება, რომ ცოლი მისია, მაგრამ?
„ის ყველასია, თან არავისი!“
დანი ადამელია
და კვლავ დამება მე ცოდვილს ენა,
ის ჩემი თეთრი ღამის ფიქრია
და ვარსკვლავების ზეციდან ცვენა.
როცა გამოდის დილას ქუჩაში,
კაცებს ჟინიან, ჩუმ მზერას ჰპარავს,
როგორც გასროლილ ტყვიას ლულაში,
მასაც დუელის სურნელი დაკრავს.
მაგ მკერდზე ვისაც დაუძინია,
გაუღიმია ფორტუნას მისთვის,
წაუკითხავი უცხო წიგნია
და საოცარი დაწყება დღისთვის.
სველი ტუჩები მწყურვალთ მკვლელია,
თავნება თმების ქარში ფრიალი,
თვალებს ჩახედავ თითქოს მხსნელია
და გესმის სულში ბროლის წკრიალი.
არ უნდა ფლობდეს მას მხოლოდ ერთი,
უსამართლოა ზოგჯერ განგება,
თუნდ ქმარი იყოს ეგ ერთადერთი,
ვიცი ძნელია ამის გაგება.
თუმცა არ მჯერა, არც ამის არა!
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქმარიც თვისი,
ხვდება, რომ ცოლი მისია, მაგრამ?
„ის ყველასია, თან არავისი!“
დანი ადამელია
Laravel
კომენტარი
0