შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წვიმაში ცეკვა

წვიმაში ცეკვას ერთ ხიბლი აქვს
ამ დროს ივიწყებ წარსულს,
პასუხსაც გასცემ ყველა იმ კითხვას
შენი თავისთვის დასმულს,
ციცინათელას ერთი წესი აქვს
მხოლოდ ერთ ზაფხულს ცოცხლობს,
ეძებს სიყვარულს და მერე კვდება
ისე რომ არვინ გლოვობს,
ყველა სიმღერას ერთი ტექსტი აქვს
ტურფა ყველას ჰყავს ქვეყნად,
ყველა წერილის ბოლო ასეა
„მიყვარხარ“ შრება მელნად,
მზეს და შენს ღიმილს ერთი ფასი აქვს
დილა რომ დგება დარად,
და შენს სიყვარულს ერთი ნაკლი აქვს
მონატრება ხარ მარად!
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →