შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნეტავ ჩემი გოგო გერქვას

ნეტავ ჩემი გოგო გერქვას
ნეტავ მისი არ იყო
ნეტავ ადრე გამეცანი
ის არ გამოჩრილიყო,
ნეტავ ერთად დაგვათრო და
მის სიფხიზლეს დავცინოთ
ერთად ვრეცხოთ წარსულ დღენი
მერე ერთად გავფინოთ,
ნეტავ ერთად ვიღვიძებდეთ
პალმის ჩრდილქვეშ ნეტარნი,
ირგვლის ცეკვა-ცეკვით ქროდნენ
ქალიშვილნი კენარნი,
ნეტავ დროს თუ შეუძლია
რომ ვთხოვო და დაბრუნდეს
და ეს ჩემი ტანჯვა-გვემა
სამუდამოდ დასრულდეს,
ნეტავ ჩემი გოგო გერქვას,
ჩემი სულის მალამო,
ამ ფიქრებით დილა დგება,
ამ ოცნებით საღამო.
დანი ადამელია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →